Thursday, November 5, 2009

რიტორიკა თამამედროვე სკოლაში

1.პროექტის სახელი: რიტორიკა თანამედროვე სკოლაში.
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები იკვლევენ თუ რატომ არის რიტორიკის (მჭევრმეტყველების თეორიის ) შესწავლა თანამედროვე საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი.რომ მე-3 ათასწლეულში ამ სფეროზე მოთხოვნილება იზრდება.
3.პროექტის სრული აღწერა:მჭევრმეტყველება ჰუმანური აზროვნების მასწავლებელიცაა.იგი იძლევა მიმართულებას ერთი და იმავე ამოცანის სხვადასხვა გზებით ამოხსნისაკენ.მოსწავლეები იკვლევენ რიტორიკის განვითარების გზას.დაამუშავებენ საკითხებს:1.კლასიკურ რიტორიკას, 1.თანამედროვე რიტორიკას.მოსწავლეები თავად ქმნიან რიტორიკულ ტექსტებს,სხვადასხვა აუდიტორიის განსაზღვრით.ასევე აწყობენ პრეზენტაციებს.სკოლის ბიბლიოთეკაში ეცნობიან ქართული ორატორული ხელოვნების ნიმუშებს.
4.მონაწილეთა ასაკი:მე-11 კლასი.
5.ვადების ხანგრძლივობა:1-2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:გუნდური მუშაობა.სადაც კლასი გაიყოფა გუნდებად-"რიტორიკული თამაშები",რომელიც შეჯიბრის ელემენტებს შეიცავს,სადაც უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული გუნდი.თამაშის პირობები:ვინ უფრო სწრაფად, მხიარულად, მოხერხებულად გადმოსცემს რაიმეს, გაათამაშებს სიტუაციას,წარმოთქვამს ენის გასატეხს,შეთხზავს და ა.შ.2.ჩავატარებთ დებატებს პრინციპით-"თქვი რამე,რომ გაგიცნოთ."(სოკრატე)3.მოვაწყობთ გუნდურ წერას.
7.მოსალოდნელი შედეგები:შექმნიან აუდიო მასალას,მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენას,პრეზენტაციებს.მოეწყობა ექსკურსია გელათის აკადემიაში,სადაც რიტორიკა,როგორც საგანი ისწავლებოდა.
8.სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეების მიერ შექმნილი აუდიო და საპრეზენტაციო მასალის გაცნობა.
9.სამუშაო ენა:ქართული ენა.
10.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფებთან|ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია.ისტის გამოყენება.
11.პროექტის ფასილიტატორი.ნანა თურქაძე.
12.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:nana.turkadze@gmail.com
13.პროექტის ფორუმი:
14.პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი: